“დაელოდეთ ფინალურ სერიას”-იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები?

17 იან 2020

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ დღეს  გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან არც უარყო  და არც დაადასტურა.  გახარიამ ჟურნალისტებს მოუწოდა მოითმინონ და დაელოდონ ფინალს.

მედიაში მის პოტენციურ ადგილმონაცვლედ 2 კანდიდატს ასახელებენ:„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მთავრობის ამჟამინდელი შემადგენლობა არჩევნებს ვერ მოიგებს და დიდი ალბათობით, ბევრი მინისტრი შეიცვლება.