ზღვაში შესვლის ტრადიცია - დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს

19 იან 2020

დღეს ნათლისღებაა. მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ზეიმობენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძრებში წყლის კურთხევა სრულდება, რომელსაც ქრისტიანები მთელი წლის მანძილზე ინახავენ და მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ.

სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. წლებია ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული რიტუალით ხვდებიან აჭარაში.