საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი სოფელ ხინოსთან დაფიქსირდა

22 იან 2020

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან სამხრეთით, 14 კილომეტრში, სოფელ ხინოსთან იყო.

ბიძგები თბილისის დროით, 07:24 წუთზე დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა.