თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებულებს 4-დან 45 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ

22 იან 2020

თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 131 პირის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს 3 წელი და 9 თვიდან, 45 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანაში 80 ათასამდე ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი, 160 ათასზე მეტი საჯარო მოხელე დაითხოვეს.