20-მდე დაღუპული და 1000-ზე მეტი დაშავებული - მიწისძვრის შედეგი თურქეთში

25 იან 2020

20-მდე დაღუპული და 1000-ზე მეტი დაშავებული. - ასეთია, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ამ დროისთვის.  დაშავებულების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

დამანგრეველმა მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი, ელიაზიღისა და მალათაის რეგიონებში გამოიწვია.