ბათუმელი ''ყურშა'' ინტერნეტ ვარსკვლავი

25 იან 2020

ბათუმელი ყურშა, კუპატა ან ბიმი. არჩევანი თქვენზეა, როგორც გსურთ ისე უწოდეთ ძაღლს, რომელმაც ბავშვების სიყვარულით და მათზე ზრუნვით უამრავი მეგობარი გაიჩინა. ყურშა უყურადღებოდ არც საერთაშორისო მედიას დარჩენია. 

ერთ-ერთ ეზოს შეფარებული ძაღლი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ბაღის აღსაზრდელების გზაზე უსაფრთხოდ გადასაყვანად მოძრაობა გააჩერა და პატარები ტროტუარამდე მიაცილა. ვიდეომ ინტერნეტსივრცე მალევე დაიპყრო.