ბათუმში, ''მირქმის'' ტაძრიდან დაახლოებით, 50 ლარი და სამი ქილა თაფლი მოიპარეს

26 იან 2020


ბათუმში ''მირქმის'' ტაძრის სასანთლე გაქურდეს. რამდენიმე შესაწირი ყულაბაა გატეხილი. დაახლოებით, 50 ლარია წაღებული ​ და სამი ქილა თაფლი.

ტაძრის მღვდელმსახური ამბობს, რომ მძარცველები ეკლესიის მიმდებარედ, სასანათლეში სავარაუდოდ, ლოცვის შემდეგ შევიდნენ. ჩამსხვრეულია ფანჯარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.