კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც დაიღუპა

27 იან 2020

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ცნობილ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად, მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა. ''როიტერსი'' წერს, რომ, ვერტმფრენში კიდევ შვიდი მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

„ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

41 წლის კობი ბრაიანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გავრცელდა. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 

ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.