როგორ ჩაიარა ტურისტულმა სეზონმა?

15 სექ 2016

რა განაპირობებს წარმატებულ ტურისტულ სეზონს აჭარაში? ვიზიტორების რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ფინანსური შემოსავლები - კერძო სექტორში მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.  საბოლოო სტატისტიკური მონაცემები 3 თვეში გამოქვეყნდება. მანამდე ჩვენ ზღვისპირა ქალაქების მცხოვრებლები გამოვიკითხეთ.