29 იან 2020
ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედი 49 სკოლიდან პედაგოგების ვაკანსიები თითქმის ამოწურულია. ამჟამად სამი თავისუფალი პოზიციაა ინგლისურისა და მათემატიკის სპეციალისტებზე, სხვა ადგილები კონკურსის საფუძველზე შეივსო.
ოთხი ვაკანსიაა შუახევის სკოლებშიც. აქ კონკურსი უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებზეა გამოცხადებული.