ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს თურქეთში გაატარებენ - მინისტრი

31 იან 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მიღწეულია გარკვეული შეთანხმება ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ.