თბილისის საკრებულოს წევრებს ერთმანეთის ცემისთვის ბრალი წაუყენეს

31 იან 2020

ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენეს, საკრებულოს სამ წევრს კი თავად ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე. ერთი კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში 4 პირს წაუყენეს ბრალი. წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ლევან ხაბეიშვილი.