ეს ოპოზიცია ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად დარჩება - ნინო წილოსანი

03 თებ 2020

ოფიციალურად, საკანონმდებლო საქმიანობას პარლამენტი ხვალ განაახლებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავს ოპოზიცია.

კანონმდებლები, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშებს მოუსმენენ, თუმცა მანამდე დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.