მიმართვა მთავრობას

17 სექ 2016

უფლებამცველი თამაზ ბაკურიძე აჭარის მთავრობას გუშინ ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის შენობაში შეჭრილი და მოგვიანებით გამოსახლებული ოჯახების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას სთხოვს. მისი განმარტებით,  ხელისუფლება ვალდებულია სოციალურად დაუცველებსა და უსახლ-კარო მოქალაქეებზე იზრუნოს.