სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორივე მუხლით გაამართლა

06 თებ 2020

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი - 48 იყო.

რაც შეეხება კონგრესისთვის ხელის შეშლის ბრალდებას, პრეზიდენტის სასარგებლოდ ხმა 53-მა კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი - 47 წავიდა.

იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო, საჭირო იყო ხმების ორი მესამედი.დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ისინი ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ