მკვდარი თევზები ნურის ტბაში

17 სექ 2016

მკვდარი თევზები ნურის ტბაში. “თევზების დახოცვის მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობაა,  რადგან ტბაში არსებული წყალმცენარეები მას დიდი რაოდენობით  მოიხმარენ”-     განმარტება ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში გაკეთდა.    ალექსანდრე თევზაძის თქმით,  ლაბორატორიული შემოწმება  თევზს  ჯერ არ ჩატარებია, თუმცა  თევზჭერა დროებით მაინც აკრძალულია. თევზების დახოცვის ფაქტი  ბათუმში უკვე  რამდენჯერმე დაფიქსირდა.