თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

07 თებ 2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ  ორივე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის  ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ მოათავსეს, ლუგარის ლაბორატორიის ოფიციალური დასკვნით B ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ახალი ტიპის კორონავირუსი არ უფიქსირდება. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი არ აღენიშნება, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს, საქართველოს მოქალაქეს. ორივე პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.