ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ბათუმში მუსლიმებს ხვდება

07 თებ 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ბათუმში მუსლიმ მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის შეძენილ ტერიტორიაზე მართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა მზადყოფნა მოისმინონ მათი საჭიროებები და პრობლემები და დაეხმარონ მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებაში, ასევე ისინი მუსლიმ მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას და სოციალურ კონსულტაციებს გაუწევენ.