ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

17 სექ 2016

''მედიის როლი საარჩევნო პროცესში და საარჩევნო კანონმდებლობის მიმოხილვა” - რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის ცესკო და სწავლების ცენტრი სემინარებს ატარებენ. ჟურნალისტები დეტალურად  ეცნობიან საკითხებს: მედიის უფლებები, კენჭისყრის დღის პროცედურები,  შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო და ვიდეო გადაღებების რეგულაციები. სწავლება უკვე ჩატარდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დღევანდელ ტრენინგში აჭარის,  გურიისა და სამეგრელოს  რეგიონების  ჟურნალისტები მონაწილეობენ.