შეხვედრა ამომრჩევლებთან

17 სექ 2016

საარჩევნო ბლოკ ''პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის’’  წარმომადგენლები ბონის დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ. მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებს  საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნეს. მოსახლეობამ კი შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.