იაპონიაში საკრუიზო ლაინერში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია

09 თებ 2020

იაპონიაში საკრუიზო ლაინერში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ვირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ევაკუირებულები არიან. საფრანგეთში, სათხილამურო კურორტ ლე კონტამინ-მონჟუაზე, კი ხუთი ბრიტანელი დაავადდა. ჩინეთის ქალაქ უხანში, კოონავირუსით ამერიკისა და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ.

ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ეპიდემიის ეპიცენტრიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. ვირუსით ჯამში 811 ადამიანია დაღუპული. ქვეყანაში დაინფიცირების 37,198 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.