დილიდან თოვლითაა დაფარული მზიანი ბათუმი

09 თებ 2020

დილიდან თოვლითაა დაფარული მზიანი ბათუმი. 3 წლის შემდეგ ქალაქში, უხვი ნალექი მოვიდა. თოვლს ბათუმელები განსაკუთრებული ხალისით შეხვდნენ.

თოვლის საფარისგან ტროტუარებს ასუფთავებენ. ბერტყავენ დეკორატიულ და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებს. დღის ბოლომდე ბათუმში ინტენსიურად ითოვებს, ღამით კი ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა.