შეფერხებული სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში

10 თებ 2020

თოვლისა და ყინვის გამო, ხელვაჩაურში 2000 ბავშვიდან, ბაღებში სულ 7 აღსაზრდელი გამოცხადდა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ბათუმის ბაღებსა და სკოლებში, თუმცა ნახევარი საათით გვიან დაიწყო.

დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის ფონზე მოსწავლეები არ გამოცხადდნენ მაღალმთიანი აჭარის, სასწავლო დაწესებულებებში.