ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები თოვლის საფარისგან გასაწმენდია

12 თებ 2020

ბათუმში თოვლის გამო გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად  პრობლემად რჩება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება. ქუჩების უმეტეს ნაწილში მოყინულია ტროტუარები. მერიის დადგენილებით, კომერციულ ობიექტებს ევალებათ მათი პერიმეტრი თავად გაწმინდონ.

როგორც შპს სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, კომერციულ ობიექტების უმეტესობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.