გიგი უგულავასთვის გამამტყუნებელ განაჩენს, პოლიტიკურ დევნად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები

12 თებ 2020

გიგი უგულავასთვის გამამტყუნებელ განაჩენს, პოლიტიკურ დევნად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. აცხადებენ რომ საქმე სამართლებრივადაც პრობლემურია, რადგან იგი დარღვევების ფონზე წარიმართა. ამბობენ, რომ  მმართველმა გუნდმა იგნორირება გაუკეთა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა.