ხელოვნების უნივერსიტეტის ახალგარემონტებულ შენობაში წყალი ჩავიდა

12 თებ 2020

ხელოვნების უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებულ შენობაში წყალი  ჩავიდა. სასწავლებლის    ინტერიერის ჭერი გამჭირვალე კონსტრუქციითა გადახურული, რომელიც როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. 

სასწავლებლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა კომპანიას, რომელმაც შენობის რეკონსტრუქცია განახორციელა. უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ სახურავის შეკეთება გამოდარებისთანავე დაიწყება.