აჭარის მაუყებელს სოლიდარობა თბილისში ჟურნალისტებმა გამოუცხადეს

17 თებ 2020

საქართველოს პარლამენტის წინ, ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა".

"ვერ მოგვერევით", "ხელები შორს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან", "სოლიდრობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს"  - ამ ტრანსპარანტებით აქციაზე ჟურნალისტები და მედიაექსპერტები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა - შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მედიაზე.

 

ავტორი: მარიამ მაკასარაშვილი