თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად პაკისტანში 10 ადამიანი დაიღუპა

17 თებ 2020

პაკისტანში, ქალაქ კვეტაში ტერირისტმა თავი პოლიციის მანქანასთან აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 35 დაშავდა. მათ შორის კი, ორი სამართალდამცველია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 

დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი საავადმყოფოშია არიან გადაყვანილი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე რელიგიური ჯგუფის დემონსტრაცია იყო.