ხელვაჩაურის თემის რწმუნებულები ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამას გაეცნენ

18 თებ 2020

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“- პროგრამას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულები გაეცნენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებას, ისე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარების  ფინანსურ დახმარებას.