აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები - პოლიტიკური შეფასებები

25 თებ 2020

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებენ, ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ კრიტიკული მედიების ველს ასუფთავებს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს მაუწყებლის შიდა ამბებია.