ხვალ ღამით რამდენიმე ქუჩაზე წყალი გაითიშება 

25 თებ 2020

ბათუმის წყლის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 23:00 საათიდან 27 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: შარტავას, ფიროსმანის, ტბელ აბუსერიძის, ჯავახიშვილის, ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოს.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი იყოს მცირედით ამღვრეული.