გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გადაიდო

27 თებ 2020

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, თუმცა მოსამართლის თქმით დადასტურებული არ არის, რომ დაკავებულ სასულიერო პირს არ შეუძლია გადაადგილება, პროცესი 5 მარტს ჩაინიშნა.