ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შესაძლოა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება განახლდეს

27 თებ 2020

ყინული დაიძრა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება საარჩევნო სისტემაზე შესაძლოა განახლდეს. ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც აშშ-სა გერმანიის ელჩიც იმყოფებოდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, კონკრეტულ წინადადებაზე არ შეთანხმებულან, თუმცა ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები ყველა მხარის ინტერესის დაცვით უნდა ჩატარდეს.

ხაზგასმით ამბობენ, რომ გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა, რათა მოახერხოს მთავრობის დაკომპლექტება. რაც შეეხება  საპარლამენტო მანდატების 110/40-ზე გადანაწილებას, მმართველ გუნდში ამ ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავენ