28 თებ 2020
კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი განიხილავს, რომ შეხვედრები და პლენარული სესიები დისტანციურად ჩატარდეს, ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
ცნობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, მიიჩნიოს რომ მას ახალი კორონავირუსი არ შეეხება, ამიტომ აუცილებელია ყველამ მიმართოს ერთობლივ პრევენციულ ზომებს.