საუდის არაბეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

02 მარ 2020

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი ქვეყანაში ირანიდან ბაჰრეინის გავლით დაბრუნდა. პაციენტმა დამალა, რომ ვიზიტით ირანში იმყოფებოდა.

დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევები ინდონეზიაში და პორტუგალიაში გამოვლინდა.

შეგახსენებთ რომ; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა.

ამჟამინდელი მონაცემებით მსოფლიოში 88 ათასზე მეტი და საქართველოში 3 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული