ჩინეთში, სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

08 მარ 2020

ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაში სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნანგრევებიდან სულ 42 ადამიანია ამოყვანილი, მათ შორის ოთხი გარდაცვლილი და ხუთი მძიმედ დაშავებული.ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში გუშინ 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით პირი კორონავირუსის გამო კარანტინს გადიოდა