კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისში, ერთი კი საჩხერეში 

08 მარ 2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 შემთხვევა ფიქსირდება, მხოლოდ ერთის მდგომარეობაა შედარებით მძიმე.

ვირუსის პრევენციის მიზნით 16 მარტამდე შეწყვეტილია სწავლა ბაღებსა და სკოლებში სადაც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. შეზღუდვებია საბაჟოებსა და აეროპორტებში, რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები ავტომატურად გადაჰყავთ კარანტინში.