მიწისძვრა საქართველოში

21 სექ 2016

გუშინ ღამით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერე 4,3 მაგნიტუდას შეადგენდა და ეპიცენტრი შავ ზღვაში, თბილისიდან 332 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები სანაპირო ზოლიდან 44კმ-ზე დაფიქსირდა.