პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკს შეხვდა

21 სექ 2016

ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიუ-იორკში, გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. გიორგი კვირიკაშვილის  განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია. საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.