აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

12 მარ 2020

ბათუმში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით უკვე 215 პირი ისარგებლებს. წელს ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტი  765 ათასი ლარია და 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიას ითვალისწინებს.  მერიის ინფორმაციით, გრძელდება ასევე სმენის მეორეული სკრინინგული გამოკვლევები. პროგრამით ბათუმში რეგისტრირებული 350 ახალშობილი ისარგებლებს.