მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა დამაკმაყოფილებელია

12 მარ 2020

მოქალაქეს, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,  პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშაა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.