21 სექ 2016
ბათუმი ჩინელ ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს. მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გუშინ ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. აჭარაში ჩამოსვლამდე ინფოტურის მონაწილეებმა თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს.