მასტერკლასები – BIAFF- ის ფარგლებში

21 სექ 2016

“სცენარის ადაპტაცია დაბალბიუჯეტიანი ფილმებისათვის” -  სემინარი ბათუმის კინოფესტივალ BIAFF  2016 - ის ფარგლებში გაიმართა.  მასში კინოფესტივალში წარმოდგენილი ფილმების რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები მონაწილეობდნენ. ბერძენი სცენარისტის - ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასის მონაწილეებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა.