აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი პარლამენტში კრიზისზე საუბრობს

13 მარ 2020

კრიზისი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დეპუტატებს არხის ის თანამშრომლები შეხვდნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ შრომითი უფლების შესახებ კანონის დარღვევით უშვებენ სამსახურებიდან,  ავიწროებენ და უზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სწორედ მენეჯმენტის იმ ნაწილს შეხვდნენ დღეს კანონმდებლები, სწორედ ვისი მისამართითაც აქვთ პრეტენზიები ჟურნალისტებს.