ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 3 პაციენტია მოთავსებული

14 მარ 2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 3 პირი  შეიყვანეს, მათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის ბათუმში კარანტინში 30-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 70-მდე პირი იმყოფება.ბათუმში კორონავირუსის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.