საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, დაცარიელებული დახლები და პანიკა მოსახლეობაში

15 მარ 2020

საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, დაცარიელებული დახლები და მომხმარებლები, რომლებმაც სურსათის მომარაგება იმის შიშით დაიწყეს, რომ  მარაგი მაღაზიებში ამოიწურება.

ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში გვითხრეს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებზეა.როგორც იცით პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.