მედია გარემო

21 სექ 2016

2012 წლიდან დღემდე ქართული მედიასივცრე უფრო პლურალისტური გახდა - ასეთია “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“  შეფასება.  2015 წლის ზაფხულიდან მთელი საქართველოს ციფრულ მაუწყებელზე გადასვლა ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა. ასევე დადებითადაა შეფასებული მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება. არასამთავრობო ორგანიზაცია დადებითად აფასებს საანგარიშო პერიოდში აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას.