ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

19 მარ 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ქვეყანაში გაიზარდა ვირუსის იმპორტირების რიცხვი. კერძოდ, ვირუსის იმპორტირებულთა რიცხვმა 34-ს მიაღწია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის სულ 80 928 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 70 420 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.რაც შეეხება იტალიას, ერთ დღეში კორონავირუსით 475 ადამიანი გარდაიცვალა და 4 207 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კორონავირუსმა მეორე ადამიანი იმსხვერპლა თურქეთში. გარდაცვლილი 61 წლის პაციენტია.  

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 93-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. თურქეთში კორონავირუსის 191 დადასტურებული შემთხვევაა.