საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

19 მარ 2020

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. როგორც იცით ლარის გაუფასურებამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს 1 დოლარი 3 ლარი და 18 თეთრი ღირს, ევრო კი 3 ლარი და 49 თეთრი.

განსხვავებულია მონაცემები სავალუტო ჯიხურებში. ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ვარდნის გამო 20 მლნ დოლარი 13 მარტს უკვე გაყიდა.