საქართველოში კორონავირუსით 48 ინფიცირებულია - მონაცემები განახლდა

21 მარ 2020

საქართველოში ამ დროისთვის covid-19-ით ინფიცირების 48  შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.